ალბათ იფიქრებთ 1994 წლის არეულობაში და მომაკვდავ ქვეყანაში ,რა ექორწინებოდათ ან რა ებავშვებოდათო,მაგრამ იცოდნენ რა რომ ქვეყანას ვახო კაჩუხაშვილი მოევლინებოდა ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ეს ნაბიჯი გადაედგათ.3ტებერვალს კი ქვეყანას მე მოვევლინე.რომ დავბადებულვარ იმხელა თოვლი ყოფილა დედაჩემი სამშობრიარო სახლში 1 დღით შეუყოვნებიათ და მეც ოჯახში 1 დღის დაგვიანებით შევდგი ფეხი.შევდგი თუ შემიყვანეს ეს სადაოა,მაგრამ ფაქტია როომ სახლში ხალისი და ბედნიერება შევიტანე.ჩემს მცირე გვარს როგორც ბებიაჩემი ტყოდა გვარის გამრგრძელებელი გაუჩნდა.სამწუხაროდ მამა საქართველოში არ იყო და შესაბამისად ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია.ამბობენ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავიო.დედაშენს არ ასვენებდი და ხშირად ცრემლებამდე მიგყავდაო
ჩემი მეხსიერება ბაღიდან იწყება როცა იმ გოგონას რომელიც მიყვარდა სუპში კარტოფილებს ვუჭამდი(მას კარტოფილი არ უყვარდა)
გააზრებული ასაკის მეხსიერება კი სადღაც მესამე მეოთხე კლასიდან.თავიდანვე ვიცოდი რომ ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი რადგან თუ ქუჩაში რამე მოხდებოდა პირველი გულშემატკივარი და ამბის მიმტანი მე გახლდით/
ვინ ვარ მე?მე ვარ ადამინი რომელსაც ტავისი ცხოვრებით სურს პატარა ცვლილებები შეიტანოს მსოფლიოში.მსურს ქვეყანა უფრო ტოლერანტული და კაცთმოყვარე გახდეს.ის სფერო კი სადაც მე ვაპირებ მუშაობას ურო დახვეწილი,მართალი და ხალხითვის სასარგებლო...ყველაფერს გავაკეტებ ამისათვის....