Saturday, May 10, 2014

მოჩვენებებით გატაცებულნი


 მთელი ბავშვობა მეშინოდა დილაობით რუსთავი 2-ზე გადართვა,რადგან იქ ხშირად გადიოდა იაპონური ანიმე "მოჩვენებებით გატაცებულნი".ალბათ სადღაც 9-10 წლის ბავშვისთვის ოდნავ რთული აღსაქმელი იყო ამ მართლაც დიდებული ანიმეს შინაარსი და სათქმელი."მოჩვენებებუთ გატაცებულნი" 2001 წელს გადაიღო რეჟისორმა ხაიაო მიაძაკიმ.
  
ოჯახი ყიდულობს სახლს შორეულ და ძალიან მშვიდ სოფელში,მათ ჰყავთ ათი წლის ქალიშვილი ჩიხირა.ერთ-ერთ მზიან დღეს ისინი პოულობენ რაღაც გვირაბს,რომლის მეორე მხარეს სულ სხვა სამყაროა.სამყარო,რომელიც საიდუმლოებით,იდუმალებითა და სულებითთაა გარშემორტყმული.პატარა გოგო ახერხებს თავის თავში მოძებნოს შიშის დაძლევის უნარი და დაეხმაროს მოჯადოებულ მშობლებსაც.

 ანიმეს მოყვარულთათვის ეს უკვდავი ნამუშევარია,რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა ამ ჟანრის მიმდევრის კინო მარაგში მოიპოვება.
 საინტერესო და საოცარი წინააღმდეგობებით სავსე სამყარო,მაგია,სიყვარული ამ ანიმეში ყველაფერია იმისთვის რომ ეს 2 საათი ეკრანთან მიჟაჭვულმა გაატარო.
                                                                         

ფილმის სანახავად გადადი ლინკზე:
http://myhit.com/index.php?FID=1&id=10706

Friday, May 9, 2014

ხალხის ისტორია

პატარა გოგონა ჩაფიქრებული იჯდა ერთ-ერთი მდიდრული მაღაზიის კუთხეში და შიგნით მოფუსფუსე ხალხს შეჰყურებდა.მან მთელი ღამე იქ გაატარა და სულმოუთქმელად ელოდებოდა გათენებას. გათენდა,გათენდა მაგრამ ახალმა დღემ არაფერი მოუტანა სასიკეთო,იგი ისევ მარტო იყო ოჯახს,და-ძმებს და დედას მოწყვეტილი,კარგად იცოდა არაფერი შეიცვლებოდა მაგრამ სახლში ყოფნის ნაცვლად გარეთ ჩაცუცქულიყო და ხელგაწვდილი ითხოვდა მოწყალებას.სახლიო ვამბობ თამამად მაგრამ იმ ადგილს სადაც გოგონა და მისი ოჯახი ცხოვრობდა სახლზე მეტად ავტოფარეხი შეშვენოდა შეშვენოდა და იყო კიდეც. გაუსაძლისია ზამთრობით ავტოფარეხში ცხოვრება მაგრამ დედას ხომ მეტის საშუალება არ აქვს იგი მთელი დღე ქალაქის ქუჩებს ალაგებს და შემოსავალიც მეტი არაფერია.განა ადვილია არჩინო ოთხი ბავშვი მეეზოვის ხელფასით?! გოგონა ისევ ძველებურად ჩაფიქრებულა ჯერ მხოლოდ თოთხმეტისაა და უკვე ისეთ თემებზე ფიქრობს როგორიცაა უთანასწორობა ადამიანებს შორის,ხალხის სწრაფვა იმისკენ დაამცირონ სხვები,ხალხის სიბრმავე იმის მხრივ,რომ არ შეუძლიათ დაინახონ სილამაზე ადამიანში და მხოლოდ ცუდს ხედავენ.რატომ ფიქრობს ყველა რომ ერთ უბრალო მათხოვარს არააქვს უფლება იოცნებოს,რომ მას არ შეუძლია მიაღწიოს იმას რასაც სხვები აღწევენ,რატომ ჰგონიათ ის მოწყალება დააქცევთ რომელიც გაჭირვებულისთვის უნდა გაიღონ რატომ?ფიქრობდა გოგონა და იმ ლამაზ ქალბატონებს შეჰყურებდა რომლებიც მაღაზიიდან გამოდიოდნენ მათ ძაღლებს ისე ეცვათ როგორც პატივსაცემ პიროვნებებს მათ ნეხვს კი საპატიო ასაღებებით საპატიო ცელოფნებში აგროვებდნენ და ისე ყრიდნენ ურნაში....განა ერთი ოჯახის გადარჩენა უფრო დიდი მადლი არ იქნებოდა ვიდრე ძაღლის კერპად ქცევა? ამბობენ ფიქრში და კამათში ჭეშმარიტება იბადებაო და გოგონაც რაღაცას მიხვდა.მან კარგად იცოდა რომ ბრბო დაუნდობელი და ბრმა იყო საჭირო იყო მათი გამოღვიძება იგი ფეხზე წამოდგა და........................ (დავინახოთ მხოლოდ რეალობა)

Thursday, May 8, 2014

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო



    

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადენ, გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიო გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.
1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმის მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.
     
              

მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებები ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.
თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში მოკლეს სტალინის აგენტების მიერ 1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთის "სოციალიზმის ახალ იმედს" უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის,ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.

                         

მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.
დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით „ფრიდა კალო“ გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს..

                       

ფილმი შეგიძლიან ნახოთ ამ ლინკზე:

http://mykadri.com/1433-frida-.html